saqarTvelos mdinareebi - piriqiTi alazani

სათავე პირიქითი ქედი
სიგრძე 49 კმ
აუზის ფართობი 368 კმ²

 

პირიქითი ალაზანი (ზემო დინებაში ქვახიდისწყალი)

მდინარე თუშეთში, ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. ზღვის დონიდან 3195 მ. სიგრძე 49 კმ. აუზის ფართობი 368 კმ². სათავე აქვს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მდინარეზე. ერთვის თუშეთის ალაზანს მარცხნიდან, სოფელ ომალოსთან. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში (მაქსიმალური - ივლისში), წყალმცირობა - ნოემბრიდან აპრილამდე. ნოემბრიდან მარტამდე იძგიფება, ჩნდება თოში, ყინულნაპირისი.

თოშხერგილის გამო ზოგჯერ წყალი გუბდება და დონე იწევს. იშვიათად იფარება მთლიანი ყინულსაფრით ნელი დინების მონაკვეთებზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 34%, ზაფხულ-შემოდგომაზე - 56%, ზამთარში - 10%.

მთავარი შენაკადებია: ლაროვანისწყალი, დიდი ხევი.